კომპანია "iSupport" აცხადებს სერვისის ტექნიკოსის ვაკანსიას..გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის! iSpace – Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდთან! რა გელოდება ჩვენთან? - დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში
- Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმის გამოყენება
- მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მუშაობა
- უახლესი ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობა
- კარიერული ზრდის ფართო არეალი და უნიკალური შესაძლებლობები
- დაზღვევა და დამატებითი ბენეფიტები
შენი ძირითადი მოვალეობები: - Apple ტექნიკის დიაგნოსტიკა და სერვისი საგარანტიო პირობების შესაბამისად ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა
ვის ვეძებთ? - სერვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ტექნიკური განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
- Apple ტექნიკის შეკეთების გამოცდილება სასურველია
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
სამუშაო პირობები: - სამუშაო გრაფიკი:სრული განაკვეთი, 10:00-19:00
- ლოკაცია: გალერია თბილისი
- ანაზღაურება:1200-1500 ლარი
რატომ უნდა აირჩიო iSpace? - ჩვენ გაძლევთ კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალურ შანსს!
- მუშაობ საუკეთესო გუნდთან და სწავლობ ბაზარზე ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
თუ მზად ხარ, შეიტანო შენი წვლილი და გახდე iSpace-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV! - https://hel-ai.com/apply/haX175Vb