დისტანციური მრჩეველი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 09 იან - 30 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1100 - 1500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი მარკეტინგი, რეკლამა, PR:  კლიენტთა მომსახურება
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში“ ვეძებთ დისტანციურ მრჩეველს  და მისი ფუნქციები იქნება:
  • მომხმარებელთა დისტანციური მომსახურება, სტანდარტებისა და სკრიპტების შესაბამისად; 
  • პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ; 
  • პირველადი კონსულტაციის გაწევა, დახმარება ბინის შერჩევაში;
  • მომხმარებლის ინტერესებისა და პოტენციური შესაძლებლობების დადგენა; 
  • რელევანტური მომხმარებლების შეხვედრების ჩანიშვნა პერსონალურ მრჩევლებთან, კალენდრის შესაბამისად; 
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის დეტალების შესახებ კომენტარის დაფიქსირება CRM-ში;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენაჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
  • ანაზღაურება: 1100-1500 ნეტ 

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 იანვრის   ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.