„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ აცხადებს მიღებას „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ 2025 სასწავლო წლისათვის.
პროექტის მიზანია, მისცეს საფუძვლიანი ცოდნა როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე კავკასიელი ხალხების ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების შესახებ. დეტალური ინფორმაცია იხ.
bit.ly/3kcJOOE
პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს როგორც ქართველი ახალგაზრდობა, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგნლები,
მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:
- ასაკი: შეზღუდვის გარეშე;
- განათლება: საშუალო, უმაღლესი;
- ენები: აუცილებელია ქართული ენის ცოდნა;
- რეგისტრაციისათვის საჭიროა, გამოზაგზავნოთ ანკეტა (ფორმა იხ. bit.ly/3XjsPJ5) და CV შემდეგ მისამართზე: beroshvilimixo@gmail.com)
გთხოვთ, მიუთითოთ რეგიონი.
განცხადებები მიიღება 25 იანვრამდე.
სწავლა უფასოა. სწავლის ხანგრძლივობა – 1 წელი.
ლექციები ტარდება სამუშაო დღეებში, 17:00-ზე. პროექტის ფარგლებში ლექცია-სემინარები ჩატარდება თვეში მინიმუმ სამჯერ.
წლის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.