პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი მეტტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: პროექტის მენეჯერი
სამშენებლო კომპანია მეტტა/Metta 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.metta.ge

მეტტა/Metta ეძებს გუნდის ახალ წევრს პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ. 55
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ
ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.
  • პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწის როლი არის პროექტების მართვის დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების მხარდაჭერა.
  • პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტების მართვის მხარდაჭერა და ამოცანების შესრულება;
  • პროექტების დაგეგმვის აღსრულებისა და დახურვის ფაზებში სხვა დეპარტამენტებთან ერთად მონაწილეობა;
  • შაბლონებისა შემუშავება დოკუმენტაციისთვის, რომელიც ხელს უწყობს პროექტების მართვას და მონიტორინგს;
  • პროექტის მონაცემების, ჟურნალების, რეგისტრების მართვა და მათი განახლება;
  • ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
  • შეხვედრების, ღონისძიებების, ტრენინგების ორგანიზება. აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილებებსა და სამოქმედო გეგმაში;
  • კომპანიის პროცესებისა და პროცედურების დაცვაში მხარდაჭერა;
  • პროექტების სტატუსის, მშენებლობის გრაფიკისა და პროგრესის მეთვალყურეობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინჟინერიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • სამშენებლო ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია PMP სტანდარტების ცოდნა;
  • MS Office (Word, Excel, PowerPoint; Ms Project) – პროფესიული დონე;
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • განსაკუთრებული ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები ამოცანების პრიორიტეტებისთვის და მრავალი პროექტის ერთდროულად მართვისთვის;
  • დეტალებისადმი ზედმიწევნითი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ქართული ენა - სრულყოფილი, გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://wkf.ms/41IE8jg

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე