საკონდიტრო საწარმოს დირექტორი

ოზურგეთი სრული განაკვეთი სანდომი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოების/ქარხნის მართვა
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. 
 
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. 
შპს ,,ვასაძის პური“ აცხადებს ვაკანსიას  ოზურგეთის საკონდიტრო საწარმო -,,სანდომის“დირექტორის პოზიციაზე. 
ობიექტი მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში, სოფ. მაკვანეთში. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: სრული; 
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით). 
 
ფუნქცია/მოვალეობები: 
  • კომპანიის გაყიდვების ზრდა. 
  • გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა; 
  • საწარმოო პროცესების კონტროლი: ახალი პროდუქციის შექმნისა და ასორტიმენტის ზრდაზე ზრუნვა; 
  • გუნდის ეფექტური მართვა; 
  • კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრდა. 
 
საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • საწარმოო პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; 
  • ფინანსების მართვის და ანალიტიკის ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა; 
  • Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა; 
  • აპლიკანტი უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი. 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და მათი სწორად გადანაწილების უნარი; 
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; 
  • პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი; 
  • სიახლეებსა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა. 
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას; 
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; 
  • Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას. 
 
გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე  ელ. მისამართზე: sandomicareer@gmail.com  და  სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.