მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ 9 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას-როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ.
დღეისათვის კომპანია ფლობს 6 ფილიალს ქ.თბილისსა და ქ.რუსთავში. ქსელი განაგრძობს გაფართოვებას, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას.
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ ახალი ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი.
ფუნქცია მოვალეობები:
- პერსონალის მუშაობის ყოველდღიური დაგეგმვა;
- მაღაზიის მუშაობის და მისი შედეგების გაანალიზება;
- მაღაზიის მუშაობის კონტროლი-დამტკიცებული გეგმების და გრაფიკების განხორციელება;
- მაღაზიის ბიუჯეტების გეგმიური მაჩვენებლების და გაყიდვების გეგმების შესრულების დაცვა;
- მაღაზიის გეგმიური და არაგეგმური ინვენტარიზაციის, შემოწმების და საკონტროლო გადაანგარიშების ჩატარებისთვის აუცილებელი პირობების ორგანიზება-დაცვა;
- გუნდური მუშაობის ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება;
- ფულადი სახსრების უწყვეტი მიღება, გაცემა, აღრიცხვა სალარო ოპერაციების განხორციელებისთვის დადგენილი წესების მკაცრი დაცვით;
- სახსრების მიღების, აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის ოპერაციების შესრულება;
- Z და X ანგარიშების მიღება-კონტროლი;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგების კონტროლი;
- პროდუქციის მარაგების სავაჭრო დარბაზში განლაგება და მისი კონტორილი;
- სასაქონლო მარაგების შენახვის წესების დაცვა და კონტროლი;
- საქონლის მიღება რაოდენობრივად და ხარისხობრივად სკანერისა და 1C პროგრამის გამოყენებით;
- სავაჭრო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის განლაგების პლანოგრამის, ხარისხის და ვადის გასვლის თარიღის კონტროლი;
- თანამშრომლების მიერ შრომის შინაგანაწესის, შრომის დაცვის ინსტრუქციის წესების დაცვის კონტროლი;
- შრომის შინაგანაწესის შესრულება-კონტროლი;
- მაღაზიის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
- რუსული ენის გამართულად ცოდნა-წერა, კითხვა, საუბარი (B2, C1) (რუსული ენის არ მცოდნე მსურველთა რეზიუმე არ განიხილება);
- კომუნიკაბელური და მოტივირებული;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებული და პუნქტუალური;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- მაღალი მოტივაცია და ინტერესი წარმატების მისაღწევად.
სამუშაო გრაფიკი: 2+2 (ორი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება) 10:00-21:00სთ;
სამუშაო საათები: 10+1(ათი საათი სამუშაო-1 საათი)
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: fixprice.office.hr@gmail.com
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!