ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია "Waterland"-ი, რომელიც მდებარეობს მცხეთის რაიონ, სოფელ ნატახტარში ეძებს გუნდის ახალ წევრს დანადგარის მარეგულირებელის (ნალადჩიკის) პოზიციაზე.
მოვალეობები
- ხაზისა და მანქანა - დანადგარის ფუნქციების განახლება და მათი სამუშაო პროცესში კონტროლი;
- დანადგარებისა და მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- საჭიროების შემთხვევაში მექანიკური მომსახურეობის გაწევა;
- დირექტორის ან/და უშუალო უფროსის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი საბუთის ქონა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დისციპლინირებული, შრომისმოყვარე;
- გუნდის ეფექტურად მართვის უნარი
პირობები
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
- ანაზღაურება შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
- გამოსაცდელი ვადა 6 თვე.
- კომპანიის მომსახურეობის სერვისში შედის: თანამშრომლების ტრანსპორტირება
- სადილით უზრუნველყოფა
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ - ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე
Bakhtadze.G@gudauri.world სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტოთ ნომერზე +995 598 833 411
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!