Მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ლიდერი

თბილისი სრული განაკვეთი სმარტ სფეის
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კლიენტთა მომსახურება

Helfy აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: Მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ლიდერი


ლოკაცია: ნუცუბიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო

Სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 ან 10:00 - 19:00


Ჩვენს შესახებ: Helfy არის მზარდი, საერთაშორისო კომპანია სამედიცინო სფეროში, რომელიც ოპერირებს გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში.

ჩვენი მისიაა შევიტანოთ სიახლეები ინდუსტრიაში განსხვავებული სამედიცინო სერვისების მიწოდებით.


Სამუშაოს აღწერა: 

  • გუნდის ხელმძღვანელობა: მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელობა, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
  • გუნდის განვითარება: გუნდის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.
  • პერფორმანსის კონტროლი: გუნდის წევრების პერფორმანსის მონიტორინგი, შეფასება, შესაბამისი რეპორტების მომზადება და გუნდის წევრების დახმარება.
  • პერფორმანსის მაჩვენების შესაბამისობა: ყველა აგენტის მაჩვენებლის შესაბამისობა კომპანიის მიერ დადგენილ მიზნებთან.
  • კომუნიკაცია: ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება.
  • ტრენინგი: ტრენინგ პროგრამების შემუშავება, მათი ჩატარება და გუნდის უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესება
  • ტრენინგის გეგმა: ყველა გუნდის წევრისთვის ტრენინგისა და განვითარების გეგმის მიყოლა
  • უკუკავშირი: მომხმარებელთა უკუკავშირის მონიტორინგი და მომსახურების გაუმჯობესების გზების პოვნა
  • სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა: სხვადასხვა დეპარტამენტთან ერთად მუშაობა მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით
  • ბიზნესის სიახლეები: ბიზნესის განვითარებისა და ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის განახლება.
  • დასწრება & თანამშრომელთა შენარჩუნება: კომპანიის მეთოდოლოგიის, გუნდის შეხედულებებისა და საკუთარი ინიციატივების დახმარებით ისეთი მიზნების მიღწევა, როგორიცაა: თანამშრომელთა დასწრება და შენარჩუნება.
  • მიზნების მხარდაჭერა: მომხმარებელთა მხარდაჭერის ხელმძღვანელის მხარდაჭერა მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში და შედეგზე ორიენტირევული კულტურის შექმნა
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესება: მომხმარებელთან კომუნიკაციისას აგენტების პროფესიონალიზმისა და ეფექტურების კონტროლი.


Მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.
  • გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.helfy-შ
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი.


Ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ ოფისს ქალაქის ცენტრში.
  • სამედიცინო დაზღვევას.
  • სოციალური და ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
  • საერთაშორისო გუნდს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა გქონდეთ კომუნიკაცია კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, შვედეთი და თურქეთი.


თუ დაინტერესებული ხართ მზარდ, საერთაშორისო კომპანიაში მუშაობით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@doktorabc.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.


Წარმატებებს გისურვებთ!