ექიმი პედიატრი

თბილისი სრული განაკვეთი Mმედი22
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: პედიატრი
პედიატრიული კლინიკა “ემმედი22” აცხადებს ვაკანსიას „ექიმი პედიატრის“ პოზიციაზე:

შპს „ ემმედი22“ ბაზარზე ფუნქციონირებს 2013 წლიდან და გახლავთ მრავალპროფილური პედიატრიული კლინიკა
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ნ. ბუაჩიძის ქ. 16ა
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს/ ყოველდღიური 8 საათიანი გრაფიკი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სახელმწიფო სერთიფიკატის ფლობა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და სასიამოვნო გარემოს.
  • პროფესიული და კარიერულ ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე Info@mmedi22.ge და „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!