საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Сopter Tech
მივლინება: არა ხელფასი: 3000
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
Copter Tech 2017 წლიდან იქცა საქართველოში ინოვაციების ცენტრად, ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ტექნოლოგიური ბრენდები როგორიცაა DJI, Ecoflow, Insta 360 და ა.შ. როგორც DJI-ის წამყვანი პარტნიორი უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში, კოპტერ ტექ-ი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სამომხმარებლო, ასევე ინდუსტრიულ და აგრო დრონებს, სრულფასოვან ტრენინგებსა და შეკეთების მომსახურებას. ამასთანავე, ჩვენ ვართ EcoFlow-სა და Insta360-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორები საქართველოში და მომხმარებლებს ინოვაციურ კამერებს, პორტატულ ელექტროსადგურებს, მზის პანელებსა და ჭკვიან ეკოსისტემებს ერთ სივრცეში ვთავაზობთ. 

კომპანია აცხდებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერი პოზიციაზე

მისამართი:სოფრომ მგალობლიშვილის #7, გაგარინის მოედანი

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 3000 ლარი
 
განსახორციელებელი საქმიანობა:
  • საწყობის მართვის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, კომპანიის პოლიტიკისა და ხედვის შესაბამისად.
  • პასუხისმგებლობა საწყობის გამართულ მუშაობაზე.
  • საწყობის სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და კონტროლი.
  • საწყობის ნაშთის კონტროლი და ანალიზი (იგულისხმება აქტიური და პასიური პოზიციების კონტროლი, ჩამოსაწერი პროდუქციის კონტროლი), კვარტალური ანგარიშგებების მომზადება, დროული და ეფექტური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან.
  • საწყობის სისტემის კონტროლი და სისტემური გატარებების და დოკუმენტების შექმნა. კომპლექტაციის და დეკომპლექტაციის დოკუმენტების შექმნა.
  • მინუსიანი ნაშთების კონტროლი.
  • ხელი შეუწყოს პროდუქციის შენახვის, დამუშავების და ტრანსპორტირების პროცესის კანონმდებლობასთან და შიდა პროცედურებთან თავსებადობას (უსაფრთხოების წესების ჩათვლით).
  • შეინარჩუნოს გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები.
  • სასაწყობე პროგრამაში გამართული სამუშაო პროცესის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან ერთად მისი ოპტიმიზაცია.
  • შეკვეთების დროულად მიღება/მიწოდების ეფექტური დაგეგმვა და კონტროლი.
  • პროდუქციის განლაგების დაკონფიგურირება და სასაწყობე სივრცის ეფექტური გამოყენება/კონტროლი.
  • თვიური/კვარტალური ანგარიშგებების წარმოება და გადაგზავნა უშუალო ხელმძღვანელთან (მიმდინარე ღია საკითხები და პრობლემები).
  • დაქვემდებარებული პერსონალთან ეფექტური კომუნიკაცია და მათ განვითარებაზე ზრუნვა.
  • დაქვემდებარებული პერსონალის პერიოდული სამუშაო ინსტრუქტაჟის ორგანიზება და განხორციელება, სამუშაოს სწორად და ეფექტურად გადანაწილება.
  • ინვენტარიზაციის დაგეგმარება  და ჩატარება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად და ინვენტარიზაციის ანგარიშგებების მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
  • სასაწყობო ინვენტარის მეთვალყურეობა და მოვლა.
  • ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი, მიღება გაცემის და მდგომარეობის კონტროლი.
  • ბუღალტრებთან თანამშრომლობა, მარაგების მოწესრიგების კუთხით.
  • სხვა საწყობთან და მარაგებთან დაკავშირებული დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პროგრამა ბალანსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: teona@copter.ge