გაყიდვების მთავარი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Сopter Tech
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
Copter Tech 2017 წლიდან იქცა საქართველოში ინოვაციების ცენტრად, ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ტექნოლოგიური ბრენდები როგორიცაა DJI, Ecoflow, Insta 360 და ა.შ. როგორც DJI-ის წამყვანი პარტნიორი უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში, კოპტერ ტექ-ი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სამომხმარებლო, ასევე ინდუსტრიულ და აგრო დრონებს, სრულფასოვან ტრენინგებსა და შეკეთების მომსახურებას. ამასთანავე, ჩვენ ვართ EcoFlow-სა და Insta360-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორები საქართველოში და მომხმარებლებს ინოვაციურ კამერებს, პორტატულ ელექტროსადგურებს, მზის პანელებსა და ჭკვიან ეკოსისტემებს ერთ სივრცეში ვთავაზობთ. 

კომპანია აცხდებს ვაკანსიას გაყიდვების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე

მისამართი:სოფრომ მგალობლიშვილის #7, გაგარინის მოედანი
 
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი + ყოველთვიური ბონუსი
 
განსახორციელებელი საქმიანობა:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: teona@copter.ge