სტაჟიორი - სამშენებლო პროექტების მართვის დეპარტამენტში
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 06 იან - 27 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 400
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი)
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს - სამშენებლო პროექტების მართვის დეპარტამენტში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლში მონაწილეობის მიღება;
სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირებაში მონაწილეობა;
სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრაში ჩართულობა;
მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას;
  • პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.

სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 25-30 სთ)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით;
ანაზღაურება: 400 ნეტ ლარი

თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 27 იანვრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.