საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 06 იან - 27 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე
ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.  
„არქი“-ში ვეძებთ საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერს

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების მართვა; 
  • საცხოვრებელი კომპლექსის მომსახურების ხარისხის კონტროლი; 
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ მომსახურების პირობების შესრულების მართვა; 
  • მაცხოვრებლებთან როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური შეხვედრების დაგეგმვა; 
  • მაცხოვრებელთა შესახებ ინფორმაციის განახლება და ცვლილებების ასახვა პროგრამაში; 
  • მაცხოვრებლების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და დროული რეაგირება; 
  • მაცხოვრებლებისგან უკუკავშირის მიღება საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით და საცხოვრებელი პირობების გაუმჯებესების შესახებ ახალი იდეების შემუშავება; 
  • მაცხოვრებლების წინასწარ ინფორმირება დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ; 
  • მოვლა-პატრონობის სერვისის გადახდების მონიტორინგი;  
  • მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და მართვა; 
  • სამეზობლოს ელექტრონული გვერდის მართვა; 
  • პორტფლეში არსებულ ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;  
  • აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • ღონისძიების ორგანიზების უნარ-ჩვევები. 
 
ჩვენ კი გთავაზობთ: 
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს; 
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 27 იანვრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.