„ვიანი“ აცხადებს საბაჟოსა და ტრანსპორტირების კომპანიებთან ურთიერთობის უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე ძირითადი მოვალეობები: - საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობა;
- იმპორტირებული პროდუქციის ტერმინალებიდან გამოტანა და კომპანიის საწყობამდე მიწოდების უზრუნველყოფა;
- ექსპორტისათვის განკუთვნილი პროდუქციის საწყობიდან ტერმინალამდე მიწოდების ორგანიზება და სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება;
- სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;
- საჭიროების შემთხვევაში ორიგინალი დოკუმენტაციის გაგზავნა/ჩაბარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 იანვარი, 2025 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://vian.health/ka/career/?careerId=1230 „ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.