გაყიდვების მენეჯერი

რუსთავი სრული განაკვეთი პალატი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4 ;
ანაზღაურება - 1500-2000 ლარი + ბონუსი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
  • ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ხის სამშენებლო მასალების გაყიდვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და შემუშავება; 
  • ბაზრის ანალიზი/მონიტორინგი და ახალი კლიენტების მოძიება;
  • გაყიდვების გეგმის შესაბამისად უკვე არსებული მომწოდებლების პირობების მოგროვება და ანალიზი;
  • დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც ღირებულებაზე, ასევე, მიწოდების ვადებზე და სხვა პირობებზე;
  • შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა;
  • პროდუქციის ექსპორტზე გაშვების უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით;
  • გაყიდვების სრული ციკლის შესრულების მონიტორინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: 
  • კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.