გენერალური მენეჯერი

წალკა სრული განაკვეთი რადარ ჰოტელს
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სასტუმროს მენეჯერი
საქართველოს უნიკალურ ლოკაციაზე, ბუნების საოცრებათა შორის, განთავსებული ინფრასტრუქტურული კურორტი, 2021 წლიდან ფუნქციონირებს. საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე კერძო ინვესტიცია განხორციელდა, რაც მიზნად ისახავს მრავალფეროვანი ეკო ტურისტული სივრცეების განვითარებას და საქართველოს წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე, როგორც აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი „ შემეცნებითი რეკრეაციის“ დატვირთვით.
კურორტზე ფუნქციონირებს: 62 ვილჰაუსი, 55 ნომრიანი სასტუმრო, 3 რესტორანი, ვიზიტორთა ცენტრი, მაღალ დონეზე განვითარებული ტურისტული ინფრასქტრუქტურა სხვადასხვა სანახაობითა თუ გასართობ დასასვენებელი ზონებით.

რადარ ჰოტელს ცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე

პროფესიული მოთხოვნები & გამოცდილება
  • ადგილობრივ ან საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ოპერაციების მენეჯერის, სასტუმროს მენეჯერის ან გენერალური მენეჯერის პოზიციაზე ( პრიორიტეტი მიენიჭება რეგიონალურ სასტუმრო პროექტებზე მიღებულ სამუშაო გამოცდილებას)
  • ბიუჯეტის შედგენის, ფინანსური ანალიზისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გამოცდილება
  • გამოცდილება გაყიდვების, მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებაში
  • უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება საშუალო ან დიდი ზომის, 4* , 5*, ვარსკვლავიან სასტუმროში

განათლება & ენების ცოდნა
  • ტურიზმის, სასტუმროს მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებული დარგის აკადემიური განათლება (ტრენინგის, სერტიფიკატის წარდგენა ჩაითვლება პრიორიტეტად)
  • ქართული / ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია ( სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

საჭირო უნარები
  • ძლიერი ლიდერული უნარები & გუნდის მოტივაცია
  • კრიზისების მართვისა & პრობლემების გადაწყვეტის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი ადგილობრივ თანამშრომლებთან, საერთაშორისო ვიზიტორებთან & პარტნიორებთან
  • გრძელვადიანი ხედვის შექმნის უნარი სასტუმროს განვითარებისთვის
  • ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზის უნარი
  • სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესების ცოდნა & მაღალი სტანდარტების დაცვა
  • სასტუმროს მართვის თანამედროვე სისტემების (PMS) ცოდნა
  • თანამშრომელთა გუნდად შეკვრისა & განვითარების უნარი
  • პარტნიორებთან, მომწოდებლებთან & სხვა ბიზნეს სუბიექტებთან ეფექტური მოლაპარაკების უნარი

დამქირავებელი კომპანიის მიერ სამუშაო პირობების შეთავაზება:
  • განთავსების საშუალება
  • კვება
  • სადაზღვევო პაკეტი
  • კორპორატიული სატელეფონო დრო

ანაზღაურება
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის შესაფერისი გამოცდილების, განათლებისა და საჭირო უნარების შესაბამისად

გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე · Info@radars.ge · Maia.makhatadze@radars.ge

ან სოციალური მედიის ჩატში შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/Radar.Brand.Hospitality.Space https://www.instagram.com/radar.georgia/ https://www.linkedin.com/company/90914564/admin/dashboard/
გელოდებით და გულწრფელად გისურვებთ წარმატებას! მალე შევხვდებით!