სადისტრიბუციო კომპანია GDM აცხადებს ვაკანსიას ბრენდ-მენეჯერის პოზიციზე.
სამუშაო ადგილი თბილისი,
მოვალეობები:
- პორთფოლიოს მართვა:
- ბრენდ გეგმის შემუშავება/დამტკიცება, მომწოდებელ კომპანიასთან და ადგილობრივ მენეჯმენტთან მოლაპარაკებების წარმოების გზით;
- დამტკიცებული ბრენდ გეგმის მიხედვით აქტივობების დაგეგმვა, შესრულება, ანალიზი;
- მომწოდებელი კომპანიის მიერ მოთხოვნილი გრაფიკის მიხედვით რეპორტინგი;
- დამტკიცებული ბიუჯეტის ათვისება მომწოდებელ კომპანიასთან და ადგილობრივ მენეჯმენტთან შეთანხმებით;
- დამტკიცებული აქტივობის ჩატარება, რეპორტინგი, ანალიზი;
- მომწოდებელი კომპანიის მიერ დაგეგმილ კონფერენციებში, ვორქშოფებში, ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება;
- ბრენდისათვის საჭირო სარეკლამო მასალების უზრუნველყოფა:
- ივენთების, ღონისძიებების, აქციების მოწყობა / ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბრენდის განვითარებისთვის საჭირო პროცედურების ცოდნა.
- უცხო ენების სრულყოფილად ფლობა: რუსული და ინგლისური
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ–მისამართზე: career@gd-holding.com (გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება “ბრენდ მენეჯერი”)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.