REA Investment არის უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული კომპანია ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს კვლევებს, ანალიზსა და საკონსულტაციო მომსახურებას კლიენტებისათვის, როგორიცაა: სამშენებლო დეველოპერები, ფიზიკური პირები, ქონების ინვესტორები და ა.შ
REA Investment აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის (ლიდერი) პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, არანაკლებ 2 წელი.
- ინგლისური /რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (მეტყველება, წერა);
- CRM სისტემაში მუშაობის ცოდნა.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word,Excel)
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების გუნდის, გაყიდვების პროცესის ეფექტური მართვა და ზრუნვა გაუმჯობესებაზე.
- მარკეტინგის სტრატეგიების განსაზღვრა და შესაბამისი ამოცანების დასახვა.
- გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრა,გეგმის შედგენა და სრული ციკლის მონიტორინგი.
- გუნდის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება,მენეჯმენტთან შეთანხმება და განხორციელება.
- მომხმარებელთა ბაზის განახლება;
- თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული/ყოველდღიური შეხვედრები, ამოცანების დასახვა და თვის ანალიზი/რეპორტინგი.
- პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და მათი შედეგების მონიტორინგი
სამუშაო გრაფიკი:
- 5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში (10:00-18:00);
- ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი
გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hreainvestment@gmail.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების გუნდის ლიდერი“.