უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 05 იან - 28 იან
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება:  უძრავი ქონების აგენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hreainvestment@gmail.com
REA Investment არის უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული კომპანია ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს კვლევებს, ანალიზსა და საკონსულტაციო მომსახურებას კლიენტებისთვის, როგორიცაა: სამშენებლო დეველოპერები, ფიზიკური პირები, ქონების ინვესტორები და ა.შ

REA Investment აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე ბათუმში.

გუნდის წევრის მოვალეობა:
  • უძრავი ქონების შეძენისას მყიდველისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • პოტენციურ მყიდველთან დაკავშირება;
  • კომპანიის ბაზის მუდმივი განახლება;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;

მოთხოვნები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • აქტიურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სამუშაოს მიმართ;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვა;
  • ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (მეტყველება, წერა);

სამუშაო გრაფიკი:
5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში (10:00-18:00);

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hreainvestment@gmail.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი“.