გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ტექტო ჯგუფი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ტექტო ჯგუფი“ აცხადებს „გაყიდვების მენეჯერის“ ვაკანსიას. 

ტექტო ჯგუფი არის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელიც სპეციალიზირებულია როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო და კომერციული ობიექტების მშენებლობაში.


ტექტო ჯგუფი ეძებს კვალიფიციურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს,
სამუშაო ადგილი : ბათუმი
სამუშაო საათები : სრული 
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

მოვალეობები:
  • პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკებები
  • პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა
  • ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა
  • CRM პროგრამაში მუშაობა
  • რეპორტინგი

მოთხოვნები:
  • CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • სასურველია სამშენებლო სფეროში გამოცდილება, გაყიდვების მიმართულებით (მინიმუმ 1 წელი)
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
ბენეფიტები:
•    კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და ბონუს სისტემა
•    ჯანმრთელობის დაზღვევა
•    პროფესიული განვითარების და ტრენინგების შესაძლებლობა
•    მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@tekto.ge