„იბერია ბიზნეს ჯგუფი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
„იბერია ბიზნეს ჯგუფი”-ის ისტორია წარმატებული ბიზნესის 20 წელს ითვლის.
დღეს ჰოლდინგი ერთ-ერთი ლიდერია ქართულ საავტომობილო ბაზარზე.
წარმოადგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორიცაა:
კია, მიცუბიში, აუდი, შკოდა, VW.
სამუშაო დრო – ნახევარი განაკვეთი;
სამუშაო ადგილი – დისტანციური, პერიოდულად, საჭიროებისამებრ ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 84;
ანაზღაურება - შეთანხმებით;
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
- ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, პროცედურების და სახელმძღვანელოების შექმნა, გაუმჯობესება და დანერგვა;
- ორგანიზაციის ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და შეუსაბამობის შემთხვევაში გაუმჯობესების გეგმის შექმნა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების ზედამხედველობა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში რისკების ანალიზი და რისკების მინიმიზაციისთვის შესაბამისი პროცედურების შემუშავება;
- უსაფრთხოების პოლიტიკიდან და მარეგულირებელი სტანდარტებიდან გამომდინარე ორგანიზაციის პერიოდული შეფასება და შესაბამისობაში მოყვანა;
- ორგანიზაციის ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციული აქტივების მონიტორინგის წარმოება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება ინციდენტების მართვის პოლიტიკისა და შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკების დაცვით;
- ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დარღვევის და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შემთხვევაში ესკალირება და/ან ანგარიშგება შესაბამის პირებთან;
- მონაწილეობა ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების გამართულად მუშობის უზრუნველყოფაში;
- განახლებებისა და სიახლეების იმპლემენტაციის, უსაფრთხოების სისტემების დახვეწისა და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა, მათ შორის აუდიტისა და შეღწევადობის ტესტების მართვაში, უსაფრთხოებისათვის საჭირო სხვა და სხვა ხელსაწყოების მართვას და განვითარებაში;
- თანამშრომლებთან ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ტრენინგების შემუშავება და ჩატარება;
- IT დას სხვა მიმართულებებისათვის კონსულტაციის გაწევა უსაფრთხოების საკითხებზე;
- გეგმიური რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან და მის უშუალო ხელმძღვანელთან;
ძირითადი მოთხოვნები:
- IT ან საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების ან მსგავსი სფეროს მიმართულებით;
- სასურველია შემდეგი სერთიფიკატების ფლობა: CISSP, CISM, CC.
ტექნიკური ცოდნები და უნარები:
- ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;
- რისკების ანალიზის პრინციპების ცოდნა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების, სისტემების და ქსელის პრაქტიკული / თეორიული ცოდნა;
- გამოცდილება ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებთან (DLP, SIEM, Antivirus, IPS/IDS) და სხვა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, როგორც წერილობით ასევე სასაუბრო;
სხვა მოთხოვნები:
- ინტერპერსონალური უნარები: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ნეთვორქინგი;
- მიზანსწრაფულობა და შედეგიანობა:
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
- კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი
ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პროფესიულ სასწავლო ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - a.karkusashvili@ibg.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 26.01.2025 წ.
იბერია ბიზნეს ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
იბერია ბიზნეს ჯგუფ- ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "იბერია ბიზნეს ჯგუფი" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.