მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
თარიღები: 27 დეკ 2024 - 25 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული თურქული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: autosaleinternational@gmail.com
GLB LOGISTIC  -  არის მსხვილი ავტოტრანსპორტიორი, რომლესაც ათვისებული აქვს ისეთი ლოკაციები, როგორიც არის დუბაი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი.. საქართველოში ახლა შემოვიდა აღნიშნული კომპანია საკმაოდ ამბიციური გეგმებით. 
მოცემულ მომენტში ვაცხადებთ ვაკანსიას თბილისში, პოზიციის დასახელება : მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟიული შარტავას #33
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, შაბათ-კვირას დასვენება

ძირითადი ამოცანები:
  • სატრანსპორტო მიმოქცევის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი.
  • შეკვეთის ვადების უწყვეტი მონიტორინგი.
  • მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა

ძირითადი მოთხოვნები:
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (გარდა ამისა, თურქული ან სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, პასუხისმგებლობის აღება;
  • კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრეზენტაციებისა და ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
  • შეზღუდული დროის ფარგლებში ეფექტური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: autosaleinternational@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.