GLB LOGISTIC - არის მსხვილი ავტოტრანსპორტიორი, რომლესაც ათვისებული აქვს ისეთი ლოკაციები, როგორიც არის დუბაი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი.. საქართველოში ახლა შემოვიდა აღნიშნული კომპანია საკმაოდ ამბიციური გეგმებით.
მოცემულ მომენტში ვაცხადებთ ვაკანსიას თბილისში, პოზიციის დასახელება : მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟიული შარტავას #33
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, შაბათ-კვირას დასვენება
ძირითადი ამოცანები:
- სატრანსპორტო მიმოქცევის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი.
- შეკვეთის ვადების უწყვეტი მონიტორინგი.
- მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა
ძირითადი მოთხოვნები:
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (გარდა ამისა, თურქული ან სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, პასუხისმგებლობის აღება;
- კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი;
- პრეზენტაციებისა და ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
- შეზღუდული დროის ფარგლებში ეფექტური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: autosaleinternational@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.