კაზინო ინტერნეიშენალი ჰილტონ ბათუმში აცხადებს ვაკანსიას დამწყები სლოტ ჰოსთესის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა, 40;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე, 12 საათიანი ცვლა;
- მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღის ოდენობით, ავადმყოფობის მიზეზით გაცდენილი დღეების ანაზღაურება, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, ზეგვანაკვეთურად შესრულებული საათების ანაზღაურება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- უცხო ენები: სასურველია ინგლისური ან/და თურქული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
- სტუმრებისთვის მიმდინარე თამაშებისა და პრომო აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სათამაშო აპარატებთან შექმნილი ფულის დარიცხვა/განაღდებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა/მოგვარება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!