კომპანიის შესახებ:
Tempo Holding – სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო ბაზარზე უკვე ერთი წელია საქმიანობს, და ამჯერად ორ წარმატებულ პროექტს - Queen’s Residence და Serenade by Tempo-ს მართავს.
ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ უძრავი ქონების სფეროში და ორიენტირებულნი არიან მაღალხარისხიანი შედეგების მიღწევაზე.
პოზიცია: ადმინისტრაციული ასისტენტი
მდებარეობა: ბათუმი, საქართველო (სრული განაკვეთი)
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ადმინისტრაციულ ასისტენტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს. აღნიშნული პოზიცია მოიცავს საკვანძო ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, გუნდის კომუნიკაციის ორგანიზებას და ხელმძღვანელობის ადმინისტრაციულ დავალებებში დახმარებას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- გუნდის შიდა კომუნიკაციის მართვა და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია;
- სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
- შეხვედრების დღის წესრიგისა და ოქმების მომზადება;
- ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება;
- ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა;
- ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- მცირე ზომის დოკუმენტების თარგმნა საჭიროების შემთხვევაში;
- გაყიდული ბინების რეესტრის წარმოება;
- მომხმარებლებისთვის პერსონალიზებული მომსახურების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების შემდგომ მომხმარებლის სრული ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
- პერიოდული რეპორტების და პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება-გაზიარება;
- მომხმარებლისთვის ზოგადი ფინანსური, იურიდიული და სხვა ინფორმაციის მიწოდება;
კვალიფიკაცია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office ) ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება იურიდიულ, ბიზნესის ან დაკავშირებულ სფეროში;
- სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული, ეფექტური დროის მენეჯმენტის უნარები;
- კომუნიკაციის ძლიერი უნარები, პროფესიული ეტიკეტის დაცვით სატელეფონო და წერილობითი ურთიერთობაში.
- MS Office პროგრამების (Word, Excel, Outlook) კარგი ცოდნა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავების უნარი.
- ანალიტიკური უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო საათები:
- ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
- ანაზღაურება 2500 GEL
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@tempoholding.ge