მომსახურების ცენტრის აღმრიცხველი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი ენერჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ - აღმრიცხველი
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის აღმრიცხველის პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო /პროფესიული ან უმაღლესი განათლება;

დამატებითი მოთხოვნები:
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში შემუშავებული კომერციული ციკლის შესაბამისად გაზის მრიცხველის ზუსტი ჩვენების აღება, მრიცხველზე მკაფიოდ გარჩევადი  ფოტოსურათის გადაღება  და პლანშეტურ კომპიუტერში დაფიქსირება;
  • აბონენტებისათვის ქვითრების, შეტყობინებების, ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების დადგენილ ვადაში მიწოდება;
  • აბონენტებთან მოწყობილი აღრიცხვის კვანძის, გამანაწილებელი ქსელის, გაზის დანადგარების და ხელსაწყოების დათვალიერება, დათვალიერების შედეგების შეტანა შესაბამის რეესტრში ან/და აღრიცხვის ელექტრონულ საშუალებაში;
  • თავის სამოქმედო არეალში გაზგამანაწილებელი ქსელის სისტემატიური მეთვალყურეობა, მასზე შესაძლო თვითნებური მიერთებისა და გაზის დატაცების ფაქტების გამოსავლენად;
  • თავის სამოქმედო არეალში რეგისტრირებული აბონენტების საკონტაქტო მონაცემებში ცვლილებების დაფიქსირება და ასახვა შესაბამის რეესტრებში ან/და აღრიცხვის ელექტრონულ საშუალებაში;
  • აღრიცხვის კვანძებზე ლუქების და დალუქვის მთლიანობის შემოწმება და თითოეული დარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით გადაცემა;
  • მომხმარებლებთან დამონტაჟებული გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების აღწერა (ინვენტარიზაცია), მრიცხველის წარმადობასთან გადამეტების, ასევე სხვა დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
 
უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
 

კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ  გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
 

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი,  09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი;
ანაზღაურება კონკურენტული

 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: vacancies@te.ge   (ელ. ფოსტის "subject" ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2025 წლის 25 იანვარი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/  ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება  გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.

ასევე გაცნობებებთ, რომ  თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი  რეზიუმე  განხილულ იქნეს კომპანიის  მიერ სხვა სამომავლო,  პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი:  „თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.“ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.