ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
2xP PRIORITY ტოტალ 100
თარიღები: 24 დეკ - 22 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა:  ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancyhr@gct.com.ge
შპს „ჯსთ რითეილი“ (ტოტალ 100-ის ავტოგასამართი სადგურებისა და მასზე არსებული მინი მარკეტების ქსელი) აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის დასახლება N5
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 სთ (10:00-10:00)
ანაზღაურება: 1200 ლარი

ფუნქცია - მოვალეობები:
  • ონლაინ რეჟიმში ჩართული კამერებით კომპანიის ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
  • ჩანაწერის კონტროლი და ანალიზი;
  • თანამშრომლების მხრიდან შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმების კონტროლი;
  • დარღვევების აღმოჩენა, სისტემატიზაცია, აღწერა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • GPS-პროგრამით ავტომობილების გადაადგილების კონტროლი.
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება

დაინეტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზვანოთ შემდეგ მისამართზე: vacancyhr@gct.com.ge გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

მოგახსენებთ, შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან თავსებადობის დადგენისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით ორგანიზაცია წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს. კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ორგანიზაცია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
შპს „ჯსთ რითეილი“ (ს/კ 405635629 ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტებით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები კომპანიაში ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთან, ინფორმაცია დამუშავდება კანდიდატის შემდგომ ვაკანტურ პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ ფოსტაზე vacancyhr@gct.com.ge