ATM ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ATM ტექნიკოსს 
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს,  ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.   

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More 
 
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია: 
  • ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება; 
  • ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა; 
  • პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება; 
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება. 
 
მოთხოვნები: 
  • პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა ან მართვის მოწმობის ფლობა (მექანიკა); 
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN); 
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა; 
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით; 
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1. 
 
ჩვენ  გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს; 
  • ავტომობილის იჯარას; 
  • ავტომობილის დაზღვევას; 
  • Fit pass ბარათს; 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური. 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  ATM ტექნიკოსი 
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. 
 
გისურვებთ წარმატებას!