,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ATM ტექნიკოსს "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია: - ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
- ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
- პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება.
მოთხოვნები: - პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა ან მართვის მოწმობის ფლობა (მექანიკა);
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
- განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1.
ჩვენ გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
- ავტომობილის იჯარას;
- ავტომობილის დაზღვევას;
- Fit pass ბარათს;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ATM ტექნიკოსი გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!