მოლარე-კონსულტანტი
1xP PRIORITY Canshop
თარიღები: 27 დეკ - 22 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 700 +ბონუსი
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: d.sarkisiani@canshop.ge
მაღაზია „ქენშოპ“-ს  (Canshop) ესაჭიროება მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი

Canshop-ი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროდუქციის რეალიზებას თავისი მაღაზიის, ვებ-გვერდისა და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდის მეშვეობით. სარეალიზაციო პროდუქციას შეადგენს საბავშვო და ზრდასრულთა ჰიგიენის, თავის მოვლის, სახლის მოვლის, პარფიუმერია-კოსმეტიკის საშუალებებსა და სხვ.

სამუშაო ადგილი: 
  • ქ. თბილისი; დ. გურამიშვილის N64

მოვალეობები:
  • სარეალიზაციო პროდუქციის განთავსება თაროებზე;
  • მომხმარებლისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • მომხმარებელთან ანგარიშსწორება;
  • მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა;
  • რეპორტინგი.

მოთხოვნები და უნარები:
  • მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • კომუნიკაბელური; 
  • მოტივირებული;
  • ენერგიული;
  • მინიმუმ 3-თვიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

სამუშაო დრო: 
10:00 - დან 16:00 - მდე ან 
16:00 - დან 22:00 - მდე (დასვენება კვირაში 1 დღე) 

ხელფასი: 700 ლარი 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: d.sarkisiani@canshop.ge არაუგვიანეს 2024 წლის 25 იანვრისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება). 

თქვენს მიერ გამოზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.