კატეგორიის მენეჯერი
თარიღები: 23 დეკ - 21 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@aversi.ge
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.  
 
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:  
  • სასურველია უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით) 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება  
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების  ფლობა  
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა; MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;  სასურველია 1C – ERP სისტემის ცოდნა 
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • მომწოდებლებთან  მოლაპარაკება და კომერციული პირობების შეთანხმება; 
  • გასაყიდი ფასისა და მარჟის კონტროლი, ბაზრის კვლევა და საფასო პოლიტიკის განსაზღვრა; 
  • რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;  
  • შეკვეთების განთავსება უცხოელ და ქართველ მომწოდებლებთან; 
  • სავაჭრო ობიექტების მიხედვით ინდივიდუალური ასორტიმენტის ჩამოყალიბება;  
  • გაყიდვების სტიმულირების მიზნით სარეკლამო აქტივობების მომზადება; 
  • ნაშთების, ასორტიმენტის, ბრუნვის მოცულობის რეგულარული ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა სამსახურის უფროსთან შეთანხმებით; 
  • წლიური მარკეტინგული გეგმის მომზადება ბრენდების და კატეგორიების ჭრილში; 
  • პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება; 
  • ანგარიშსწორების მართვა და კონტროლი;  
  • საკუთარი ასორტიმენტის მერჩენდაიზინგის განსაზღვრა და კონტროლი; 
  • ვადაგასული და მოკლევადიანი პროდუქტების მართვა და ა.შ.  
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე: 
  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;  
  • დიპლომის ასლი;  
  • პირადობის მოწმობის ასლი;  

მისამართზე:  ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16  
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);  
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.01.2025 წ. 
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.