ბილინგის მენეჯერი
თარიღები: 23 დეკ - 21 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)
"ორკინი საქართველო" გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო ინდუსტრიაში ბილინგის მენეჯერის პოზიციის კანდიდატურაზე. 

ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება). https://www.orkin.com https://www.orkinglobal.comhttps://www.orkin.ge 

პირობები და სხვა დეტალები: 
 გრაფიკი: სრული განაკვეთი, სტანდარტული განაკვეთი 
 ანაზღაურება/პირობები: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი 
 ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი სტანდარტული ბენეფიტებით შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.

სამუშაო აღწერილობა, როლი და პასუხისმგებლობები:

ზედამხედველობა გაუწიოს და მართოს ბილინგისა და ინვოისინგის პროცესები, პროცედურები და სისტემები
  • აკონტროლოს მონაცემების ხარისხი და სიზუსტე
  • აკონტროლოს და მართოს დებიტორული დავალიანების მართვის პროცესები
  • უხელმძღვანელოს სამსახურის გუნდის სპეციალისტებს და საჭიროებისამებრ მხარი დაუჭიროს მათ
  • დაატრენინგოს ბილინგის გუნდის სპეციალისტები და გააცნოს სიახლეები ბილინგის პროცედურებთან დაკავშირებით
  • მუდმივად განავითაროს და გაამარტივოს ბილინგის პოლიტიკა და პროცედურები, დარგის საუკეთესო პარქტიკის, კომპანიისა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად
  • აღმოაჩინოს ბილინგის ეფექტურობისა და სიზუსტის გაუმჯობესების შესაძლებლობები და განსაზღვროს სტრატეგიები და ნაბიჯები ამ მიზნების მისაღწევად
  • მუდმივად აკონტროლოს ბილინგის შიდა პროცედურები, იმისთვის რომ გააუმჯობესოს და დახვეწოს მათი ეფექტიანობა და პროდუქტიულობა
  • ითანამშრომლოს სხვა დეპარტამენტებთან, როგორიცაა ფინანსები, მომხმარებელთა მომსახურება CRM, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბილინგის ეფექტურობა, სისწრაფე და სიმარტივე
  • უპასუხოს ბილინგთან დაკავშირებულ კითხვებს სხვა კოლეგების მხრიდან (დირექტორები, CRM, ფინანსები, ბუღალტერია, სხვა) და საჭიროების შემთხვევაში მოაგვაროს პრობლემები
  • უზრუნველყოს ბილინგის პროცესებში სიახლეების მოკვლევა და კომპანიისთვის საჭირო სიახლეების დანერგვა და ოპტიმიზაცია
  • მოამზადოს და წარუდგინოს ანგარიშსწორების რეპორტი და ანალიზი დირექტორებს
  • პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლოს იგივე დეპარტამენტის უფროსი და უმცროსი სპეციალისტები
  • პირაპირი ანგარიშვალებულება იქნება კომპანიის გენ. დირექტორთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველი, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • სასურველია 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავსი მიმართულებით
  • სასურველია ზოგადი გამოცდილება საოპერაციო და ადმინისტრაციული დატვირთვის როლში
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია Billing/Invoicing პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
  • გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს-პროცესების ანალიზი)
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
  • კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
  • საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
  • აუცილებელია, რომ კანდიდატს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
  • მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV https://wrk.ge/260NyGgy0k .