Prime Legal აცხადებს სტაჟირებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: არაანაზღაურებადი
ხანგრძლივობა: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის იურისტის/ადვოკატის ასისტირება კლიენტებისთვის კორპორაციული დოკუმენტების მომზადება/რევიზიის მიზნით;
- კომპანიის იურისტის/ადვოკატის ასისტირება სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის მიზნით;
- კომპანიის იურისტის/ადვოკატის ასისტირება ადმინისტრაციულ ორგანოებში კლიენტების წარმომადგენლობის მიზნით;
- კომპანიის იურისტის/ადვოკატის ასისტირება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის მომზადებისა და სასამართლოსა და არბიტრაჟში წარმომადგენლობის მიზნით.
ძირითადი მოთხოვნები:
- იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე ფლობა;
- ინგლისური ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.
თქვენი რეზუმე და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ თელ.ფოსტაზე: hr@primelegal.ge და გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ. ფოსტის სათაურში (subject), წინააღმდეგ შემთხვევაში, არ განიხილება თქვენი განაცხადი.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კანდიდატების შერჩევა ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.
Prime Legal წარმატებას გისურვებთ!
გაცნობებთ, რომ კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების შეგროვდება და დამუშავდება ხორციელდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში კანდიდატთა დაშვების მიზნით. თქვენი რეზიუმის მითითებულ ელ.ფოსტაზე გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების ზემოაღნიშნულ ფარგლებში შეგროვებაზე, შენახვასა ან/და დამუშავებაზე.