ნედლი ხორცის ნახევარფაბრიკატების წარმოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი წერტი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი
წერტი“ აცხადებს ვაკანსიას ნედლი ხორცის ნახევარფაბრიკატების წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 5 ფილიალში დასაქმებულ 120 თანამშრომელს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ნედლი ხორცის ნახევარბაფრიკატების წარმოება და წარმოების სრული ციკლის მართვა;
  • პროდუქციის კონტროლი წარმოების მთლიან ჯაჭვში - ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის გამოშვების ჩათვლით;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქციის ვადების კონტროლი, მარაგების კონტროლი  და მარაგის როტაციის FIFO პრინციპის დაცვა, ფინანსურ და შესაბამის პასუხისმგებელ დეპარტამენტთან ერთად აღწერის წარმოება (ინვენტარიზაცია) და შეკვეთის გაკეთება; 
  • პროდუქციის ეტიკეტირება დადგენილი წესის შესაბამიად;
  • ყოველი ახალი პარტია ან შეცვლილი ძირითადი ნედლეულის წინასწარი გატესტვა (მთლიანი პარტიის მომზადებამდე), მიღების ან მომწოდებლისთვის უკან გაბრუნების საკითხის გადაწყვეტა, საჭიროების შემთხვევაში რეცეპტის დაკორექტირება და ახალ ნედლეულზე მორგება - სტანდარტული საბოლოო პროდუქტის მიღების მიზნით; 
  • დადგენილი რეცეპტურის მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა და პერიოდული კონტროლი;
  • სტანდარტული ხარისხის პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა;
  • ტექნოლოგიური პროცესების თანმიმდევრობისა და ტექნოლოგიური რეჟიმების კონტროლი და დაცვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში დანერგილი სურსათის უვნებლობის წესების ზედმიწევნით დაცვა; 
  • არსებული რეცეპტებისა და პროდუქციის სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ასორტიმეტის გაფართოებასა და მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა, ახალი სახეობის პროდუქციის რეცეპტის შემუშავება და ხელმძღვანელისთვის სატესტო ნიმუშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია განათლება სასურსათო ტექნოლოგიების ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
  • აუცილებელია ნახევარფაბრიკატების საწარმოში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ხორცპროდუქტების წარმოების განხრით;
  • დიდი ზომის დანადგარებთან ფიზიკურად მუშაობის უნარი/შესაძლებლობა;
  • მოქნილი, სხარტი, შრომისუნარიანი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!