შპს "ჯიემსი მოტორსი" (GMC Motors), რომელიც 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, აგრეგატების, ნაწილების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიწოდებას, აცხადებს ვაკანსიას დამწყები აგრონომის პოზიციაზე.
თქვენი მოვალეობები:
- სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და გამოყენებადი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და საჭიროებისამებრ თარგმნა.
- საველე გასვლები ფერმერებთან, ბაღების მონიტორინგი და კონსულტაციები.
- მომხმარებლებისათვის ონლაინ ან ადგილზე კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი აგრარული მეცნიერებების მიმართულებით.
- ინგლისური ენის ცოდნა მინ. B2 დონეზე (სავალდებულოა).
- MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).
აუცილებელი უნარები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი.
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
- ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ (Google Map: GMC Motors).
- ანაზღაურება: შეთანხმებით, გასაუბრების საფუძველზე.
როგორ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@eg.ge.
Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ვაკანსია - აგრონომი“.
ყურადღება: Subject-ის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
დაწვრილებითი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე:
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge