ტექნიკური განყოფილების მენეჯერი
1xP PRIORITY GMC Motors
თარიღები: 26 დეკ - 21 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@eg.ge
შპს  ჯიემსი მოტორსი   LTD "GMC Motors"  წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  უმსხვილეს ლიდერ კომპანიას საქართველოში, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებს, მისაბმელ აღჭურვილობას და შესაბამის ნაწილებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას:  ტექნიკური განყოფილების  მენეჯერის პოზიციაზე

მოვალეობები:
  • გაყიდვების შემდგომი საგარანტიო მომსახურება
  • საგარანტიო დოკუმენტების რეგისტრაცია და ვადის კონტროლი
  • შემოსული ტექნიკის საგარანტიოზე აყვანა და რეგისტრაცია.
  • მომხმარებელთა შეტყობინების  მიღება და საგარანტიო პრეტენზიების რეგისტრაცია/ შემდგომი მონიტორინგი.
  • შემოსული ახალი ტექნიკის ინსპექტირება გაყიდვამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
  • უმაღლესი განათლება.
  • 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება საგარანტიო სფეროში მუშაობის
  • ტრაქტორების და სატვირთო ტექნიკის ნაწილების ცოდნა
  • საჭირო უნარები
  • გუნდის მართვის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ
ანაზღაურება: შეთანხმებით ინდივიდუალურ გასაუბრებაზე

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@eg.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge