ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას აირ-ელექტრო შემდუღებელის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოში არსებულ ტექნიკა-დანადგარებზე არგონით შესადუღებელი სამუშაოების წარმართვა
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - აირ-ელექტრო შემდუღებელი
კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - +995 591 12 83 61 ან 032 2 241 241.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 25 იანვარი
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.