„ფოთი ტრანსტერმინალი“ მართავს მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალს ქალაქ ფოთში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს, დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.
ფოთი ტრანსტერმინალი აცხადებს ვაკანსიას IT განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი (I-V 9:00-18:00)
შრომითი ანაზღაურება: ხელზე ასაღები 3 000 ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით).
„ფოთი ტრნსტერმინალი“ თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
სასურველი:
- კომპანიის რესურსების დაგეგმვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან (ERP) მუშაობის გამოცდილება: ERP სისტემებისა (ისეთები, როგორებიცაა SAP, Oracle ან Microsoft Dynamics, 1С) და ტერმინალის/საწყობის მართვის IT პრგრამების საბაზისო ცოდნა;
- ავტოპარკის სამეთვალყურეო სისტემებთან ან სატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგისთვის GPS-თან მუშაობის გამოცდილება (შიდა სისტემებთან ინტეგრაციის აღქმა);
- მიმღები ტესტირებების ჩატარების უნარები (UAT);
აუცილებელი:
- SAP-ის სისტემებთან ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად პროგრამების 1C-ის/ORIS Accounting-ის პარამეტრების კონფიგურირების შესაძლებლობა;
- სისტემა ORIS Accounting-თან მუშაობის გამოცდილება, ფაილების მეშვეობით ინტეგრაციის ჩათვლით;
- მონაცემთა ინტეგრაცია: იმის აღქმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სისტემებს შორის მონაცემთა შედარება/შეჯერება, გადატანა და შემოწმება (მაგ. API, CSV იმპორტი/ექსპორტი);
- უცხო ენები: რუსული და ინგლისური ენების სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა.
ბიზნეს-მოთხოვნები:
- ლოჯისტიკური ტერმინალის (სარკინიგზო, საავტომობილო) ბიზნეს პროცესების აღქმა და მათი ოპტიმიზაციის გზების შეთავაზების უნარი;
- ძირითადი ლოჯისტიკური მეტრიკების აღქმის უნარი;
- IT ინფრასტრუქტურის ზოგადი აღქმა იმის ჩათვლით, თუ როგორ უკავშირდება პროგრამული უზრუნველყოფა სატერმინალო მოწყობილობებთან, ისეთები როგორებიცაა სერვერები, ხელის მოწყობილობები ან შტრიხ-კოდების სკანერები.
შერჩევის ეტაპები მოიცავს:
- CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
- გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
- გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).
როგორ მოგვმართოთ:
- თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ:
- მოტივირებული
- სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია
- დეტალებზე ორიენტირებული
- შრომისმოყვარე
ამასთანავე გაქვთ:
- როგორც გუნდურად,
- ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი,
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
hr@ptt.ge მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 17 იანვარი.
სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
გისურვებთ წარმატებას!