საბაჟო ოფიცერი
2xP PRIORITY IK Consulting
თარიღები: 21 დეკ - 18 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საბაჟო
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: ikconsultinggeo@gmail.com
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბაჟო ოფიცერი.

საქმიანობა: ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტი/ექსპორტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი, 2024
ხელფასი: 1800 -2000 ლარი, ხელზე, კომპეტენციიდან გამომდინარე

საბაჟო ოფიცერის საპასუხისმგებლო სამუშაო სფეროები:
  • საბაჟო დოკუმენტაციის შედგენა/რეგისტრირება/მიწოდება/მიღება/შენახვა

პოზიციის ძირითადი სამუშაო ფუნქციები:
  • საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საბაჟო პროცესების და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
  • საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, მომზადება, გაფორმება, დაარქივება და შესაბამისი დახარისხება;
  • საბაჟოს, შემოსავლების სამსახურისა და სხვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • დეკლარირების პროცესში წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში, აღმოფხვრა;
  • ყოველთვიური KPI ანგარიშების წარმოება;
  • საბაჟო საკითხების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით, ექსელის, კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა, გამართული წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • საბაჟო კანომდელობის ცოდნა;
  • გავლილი ტრენინგები საბაჟო ოპერაციების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით.

პოზიციისთვის სავალდებულო ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
  • ტექნიკური უნარები
  • დისციპლინირებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • სხარტი აზროვნება
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე. წარმატებას გისურვებთ!