შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას მოუშენ დიზაინერის (motion designer) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- გრაფიკული ვიზუალის შექმნა როგორც ნულიდან ასევე, მოცემულ ვიდეოზე.
- არსებული პროექტების/რეკლამების რედიზაინი, განახლება, დაკორექტირება.
- კონკეტულ პროდუქციაზე, გრაფიკული ვიზუალის აწყობა მენეჯერთან შეთანხმებით.
- ანიმაციური ბანერების დამზადება საიტების და სოც-ქსელებისთვის.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- Adobe After effect და Premiere Pro - ს მაღალ დონეზე ცოდნა (სატელევიზიო და ვებ სტანდარტების ცოდნა),
- აუდიო ფაილების დამუშავება - რედაქტირება (Adobe Audition, Cubase, Sonar ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება),
- Adobe Animate - ში მუშაობის გამოცდილება (საიტის ბანერების განხრით - ე.წ. HTML5),
- კრეატიულობა; ფონტების და ფერების შეხამების უნარი,
- 3D - პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (Autodesk 3DS max, Maya ან მსგავსი პროგრამები).
- კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
- პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე
ფოტოსურათი 3X4 1ც.;
პირადობის მოწმობის ასლი;
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.01.2025 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.