მიმტანი
თარიღები: 20 დეკ - 18 იან 2025
მდებარეობა: ბორჯომი ბაკურიანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმტანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: dialoghotels@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი „სასტუმროების პროექტების მართვის“ კომპანია, რომელიც აერთიანებს მიმდინარე პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს  „დიალოგ კოხტა აპარტს“-ს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. 
პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი 
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანმშრომლის საცხოვრებლსა და ტრანსპორტირებას. 
 
მიმტანის ძირითადი მოვალეობები: 
  • სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა; 
  • სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 
  • რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად; 
  • მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; 
  • მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა; 
  • რესტორნის საოპერაციო სისტემაში საკვებისა და სასმლის ხარჯების, ჩეკების, დარიცხვის ასახვა; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; 
  • სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში, სერვის მენეჯერის ინფორმირება; 
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით, მაღალი კმაყოფილების უზრუნველყოფა; 
 
საჭირო უნარები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი; 
  • პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე, ენერგიული; 
  • სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული; 
 
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სარესტორნო საოპერაციო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • პროფესიული სერტიფიკატი კვებისა და სასმელების სფეროში ან/და მომსახურების პროფილით ჩაითვლება უპირატესობად; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს 
  • სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე 
  • კვებით უზრუნველყოფას 
 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მიმტანი. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
წარმატებებს გისურვებთ!