დასახელება: ხარისხის მთავარი ოფიცერი (CQO) - ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი
თარიღი : 20/12/2024
27/12/2024
სამუშო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი: სრული
შ.პ.ს. ‘’ ავერსის კლინიკა’’ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მთავარი ოფიცრის (CQO) - ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა :
შპს ‘’ავერსის კლინიკა’’ ეძებს გამოცდილ და ორგანიზებულ ხარისხის მთავარ ოფიცერს -ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კლინიკაში სამედიცინო დოკუმენტაციის, მომსახურების ხარისხისა და რეგულაციების დაცვის კონტროლზე.
პოზიცია მოიაზრებს ხარისხის მართვის სტანდარტების დანერგვას, უზრუნველყოფას, პროცესების აუდიტს, კლინიკური მომსახურების გაუმჯობესებას, რისკების შეფასებას - პოტენციური რისკების იდენტიფიცირებასა და მათი პრევენციის/შემსუბუქების სტრატეგიების შემუშავებას. ხარისხის სტანდარტების, პროცედურების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ტრენინგების ჩატარებას.
ძირითადი მოვალეობები :
- ხარისხის საერთო ხედვის და სტრატეგიის შედგენა;
- ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება და განხორციელება;
- ხარისხის პოლიტიკის ორგანიზაციის მისიასთან და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- ჯანდაცვის წესებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- ანგარიშგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, ჯანდაცვის ბაკალავრი);
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი (ჯანდაცვის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, პოლიტიკა);
- სასურველია სერტიფიცირება საერთაშორისო აკრედიტაციის/ ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯმენტის კუთხით ;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის კუთხით;
- ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა. სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციის ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების გამოცდილება;
- ჯანდაცვის სამინისტროს პორტალთან და საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (MS Excel, Word, PowerPoint);
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ–ჩვევები:
- ლიდერული და ორგანიზატორული უნარები;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება და დროის ეფექტურად მართვა;
- ორგანიზებულობა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხის მთავარი ოფიცერი (CQO) - ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27/12/2024
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!