კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი
თარიღები: 20 დეკ - 18 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
გაყიდვები:  კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@swisscapital.ge
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის  თანამდებობაზე. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება:  არსებული და პოტენციური კლიენტების შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა; პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და  მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა; საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება; 
  • კონტაქტ ცენტრის შეუფერხებლად/გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი ტიპის პრობლემის შესახებ უფროსის ოპერატიულად ინფორმირება. 
  • შემოსულ ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა; 
  • სხვა საინფორმაციო მომსახურება, რომელიც სამუშაო პროცესთან არის დაკავშირებული; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი  განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება. 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. 
 
სხვა მოთხოვნები: 
  • ემოციური მდგრადობა;  
  • სისხარტე მუშაობაში; 
  • ორგანიზებულობა; 
 
სამუშაო პირობები: 
  • სრული განაკვეთი: მცოცავი გრაფიკი; 
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე. 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;  
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge  
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი".