კორპორატიული / B2B გაყიდვები
თარიღები: 20 დეკ - 18 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
საკონტაქტო პირი: გიორგი სამარგულიანი
ელ. ფოსტა: hr@backoffice.ge
ტელეფონი: +995595934493
BackOffice ERP  საქართველოს გუნდში ვეძებთ თანამშრომელს კორპორატიული / B2B გაყიდვების მიმართულებით.

თუ ხართ მიზანდასახული, ამბიციური და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული, გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია, გაქვთ საკმარისი კომპეტენცია კორპორატიული გაყიდვების სფეროში და გეგმავთ კარიერულ განვითარებას, ჩვენი ვაკანსია უთუოდ დაგაინტერესებთ!

მოკლედ ჩვენი საქმიანობის შესახებ:
ბექ ოფისი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბიზნეს-სექტორისთვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფებს ქმნის და ეხმარება კომპანიებს მომხმარებლის მოზიდვაში, მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და გაციფრულებაში.

ჩვენ 2018 წელიდან ბაზარზე ვფუნქციონირებთ და ერთადერთ ქართულ ERP/CRM სერვისს წარმოვადგენთ.

პოზიციის აღწერა:
  • B2B მიმართულებით ახალი მომხმარებლების მოძიება
  • შეთავაზების გაკეთება და პროდუქტის გაყიდვა
  • პარტნიორებთან გაყიდვის შემდგომი კომუნიკაცია

ვაკანსიის დეტალები:
  • პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (მინიმალური ზღვარი 3500 ლარი)
  • განაკვეთი: სრული 11:00 -19:00 (შაბათ-კვირის გარდა)
  • მდებარეობა: თბილისი, ინოვაციების ქუჩა #7 (ტექნოპარკი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება. სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის ან მათემატიკის სფეროში
  • გამოცდილება B2B/კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 3 წელი 
  • CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

საჭირო პიროვნული უნარები:
  • დროის მართვის უნარი
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
  • სიახლეებთან მარტივად ადაპტაციის უნარი

რას გთავაზობთ:
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას
  • პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას
  • გაყიდვების თანამედროვე ხელსაწყოებს (საჭიროების შემთხვევაში მათთან მუშაობის შესწავლას)
  • შესაძლებლობას, რომ სწრაფად დაწინაურდეთ კარიერულ კიბეზე

დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე.
ველით თქვენს რეზიუმეს და გისურვებთ წარმატებას!