შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოებასა და დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს საწყობის აღმრიცხველ-ოპერატორის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ნედლეულის ,დამხმარე ნედლეულის მიღება (აწონვა) აღრიცხვა, დადარება ცენტრალური საწყობის მონაცემებთან, მიღებულის შემდგომი დასაწყობება პლიუს მაცივარში გალღომის მიზნით, გაცემა (აწონვა) საწარმოს მოთხოვნის შესაბამისად.
- შესაფუთი მასალების მიღება და დადარება RS.GE თან.
- მიღების და გაცემის აღრიცხვა 1C პროგრამაში.
- მიღებული ნედლეულის ვადების კონტროლი, ხარისხის კონტროლი.
- ნედლეულის მარაგების კონტროლი.
- ინვენტარიზაციების ჩატარება/აღრიცხვიანობის კონტროლი.
- გაყინული ნახევარფაბრიკატების მიღება წარმოებისგან. მისი დასაწყობება და აღრიცხვის კონტროლი.
პერიოდულად მიიღოს მონაწილეობა, წინასწარ დაგეგმილ საწარმოს სანიტაციაში.
მისი კუთვნილი საწყობის პერიმეტრის სისუფთავის დაცვა და კონტროლი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;(ჩაითვლება უპირატესობად)
- მათემატიკური უნარები
- 1C პროგრამის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- სწრაფად ათვისების უნარი;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავავშირდით ნომერზე: +995 555540035
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.