უმცროსი იურისტი / იურისტის ასისტენტი
თარიღები: 20 დეკ - 18 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
იურიდიული:  იურისტის ასისტენტი/ მდივანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@maqrodevelopment.ge
MAQRO Development არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტი / იურისტის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:
  • იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა (ხელშეკრულებები, შეთანხმებები, ბრძანებები და სხვა…);
  • მომზადებული დოკუმენტების ორმხრივად ხელმოწერის უზრუნველყოფა, ხელმოწერილი ეგზემპლარების დაბრუნების მონიტორინგი და მათი დაარქივება;
  • სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
  • ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
  • უმაღლესი (იურიდიული) განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • ენების ცოდნა: ინგლისური / რუსული;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

კომპანია თავის მხრივ  უზრუნველყოფს: ერთჯერად კვებას, კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით),  კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში  გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე    (სასურველია ორენოვანი ინგლისურ-ქართული) მისამართზე: info@maqrodevelopment.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.