კვების საწარმო Sky Inn აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის დამხმარის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- წარმოებული პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების , ტემპერატურის და ვიზუალური მაჩვენებლების კონტროლი და შენახვის პირობების განსაზღვრა;
- წარმოებული პროდუქტის ვადების კონტროლი;
- ნედლეული ხორც-პროდუქტების სტანდარტების მიხედვით გალღობის კონტროლი;
- ნედლეულის თანმიმდევრული დამუშავების და მომზადების წესების დაცვის კონტროლი;
- პროდუქციისთვის შენახვის ვადების მინიჭება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
საწარმოს მისამართი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ.
სამუშაო საათები: 10:00-18:00
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@skyinn.ge არაუგვიანეს2025 წლის 15 იანვრისა. გთხოვთ, საგანში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.