კვების საწარმო Sky inn აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოფიცრის დამხმარის პოზიციაზე: ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - საწყობში არსებული პროდუქციის ცოდნა;
- საწყობის მოწესრიგება/პროდუქციის მოვლა;
- ინვენტარიზაციაში ჩართულობა;
- პროდუქციის მიღებისას მითვლა ზედნადების/ინვოისის მიხედვით;
- პროდუქციის მიღება (მანქანის დაცლა/ჩამოტვირთვა);
- პროდუქციის დასაწყობება;
ძირითადი მოთხოვნები: - პასუხიმგებლიანობა;
- ფიზიკური მზაობა მძიმე პროდუქციის აწევისთვის;
- ყურადღებიანობა.
საწარმოს მისამართი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. სამუშაო საათები: 10:00-18:00 სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@skyinn.ge არაუგვიანეს 2025 წლის 15 იანვრისა. გთხოვთ, საგანში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.