მაღაზიის მენეჯერი
1xP PRIORITY SPAR Georgia
თარიღები: 20 დეკ - 18 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@spar-georgia.com
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები :
  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
  • თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
  • მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
  • ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
  • პერიოდული ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარები:
  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მაღაზიის მენეჯერი“. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !