საბუღალტრო კომპანია ფინარეა-ს ძირითადი საქმიანობებია: კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, ფინანსების დაგეგმარება და მართვა, საკონსულტაციო მომსახურება.
ფინარეა აცხადებს ვაკანსიას აღწერის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 800 ლარი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- კვების ობიექტების საოპერაციო პროგრამის ცოდნა (სასურველია).
უნარები:
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
- დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- კარგი კონცენტრაციის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
- კარგი მათემატიკური უნარი.
მოვალეობები:
- დოკუმენტაციის დამუშავება.
- ობიექტებზე ვიზიტი და აღწერების გაკეთება.
- ინფორმაციის კვების ობიექტების საოპერაციო პროგრამაში ასახვა.
- შედეგების დამუშავება, ანალიზის გაკეთება.
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
P.S გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ აღნიშნულ განცხადებაში მითითებული არის შრომის ანაზღაურება, გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ანაზღაურება მისაღებია.
CV - ის გამოგზავნისას გთხოვთ „Subject”- ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (აღწერის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.